spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აბსოლუტური სისულელე და აბსურდია იმპიჩმენტის თემის წამოწყება!" -...

“აბსოლუტური სისულელე და აბსურდია იმპიჩმენტის თემის წამოწყება!” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს:

,,პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – აბსოლუტური სისულელე და აბსურდია იმპიჩმენტის თემის წამოწყება! ამას თვითონაც აღიარებენ – ხმები არ აქვთ. მაშინ კითხვა დავსვათ: რატომ წამოიწყეს? – იმიტომ, რომ ამ იმპიჩმენტზე გვალაპარაკონ ახლა სულ ყველა. სისულელეა, აზრს, შინაარსს მოკლებულია.

რატომ უნდა იმპიჩმენტზე რომ ვილაპარაკოთ? – იმიტომ, რომ არ ვილაპარაკოთ გაჭირვებულ ადამიანებზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სამუშაო ადგილების არარსებობაზე, ევროკავშირის ინტეგრაციის, ასე ვთქვათ, საბოტაჟზე, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ეწევა.

რაც შეეხება ამ თემას, თვითონვე გააგრძელეს, რომ ვიღაცა ვიღაცას რაღაცა აშანტაჟებს. რამდენად არალოგიკურია, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული პროცესით ,,ნაციონალური მოძრაობა” აშანტაჟებს პრეზიდენტსო, ლოგიკა სად არის?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...