ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას...

აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი

აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებს და პაციენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ონკოპაციენტთა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს.

აჭარაში ონკოქირურგია 2022 წლიდან სრულად ფინანსდება. ხოლო, 2023 წლიდან – აჭარის მთავრობამ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100%-მდე გაზარდა. კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. ასევე, PET- პოზიტრონულ – ემისიური ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა.

ამა წლის 1 აგვისტოდან ონკოპაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები, სრულად, თანაგადახდის გარეშე დაფინანსდება. ასევე, მოიხსნა თანხობრივი შეზღუდვა პაციენტების მომართვაზე, გაიზარდა ასევე წლიური ლიმიტი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ...

ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტის გამოყენება – ComCom-მა წყალტუბოში ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...