საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე:
,,შოვის საკითხზე რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს ნამდვილად არის საზოგადოების დაკვეთა. რატომ? – ამდენი ხანი გავიდა და კითხვებზე პასუხები მივიღეთ, რასაც საზოგადოება სვამდა?! რამ გამოიწვია ტრაგედია? შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება? არსებობს თუ არა თავიდან აცილების სისტემა? თუ არსებობს, რატომ არ იყო ეს სისტემა დამონტაჟებული? სად იყო სამაშველო სამსახურები? ღამით რატომ შეჩერდა სამაშველო ოპერაცია?!
ტრაგედიით სპეკულაციას არავინ აპირებს! ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ტრაგედია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ოპონენტების დამუნათებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ესეთი ტრაგედიები არ იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

