შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - "რუსობა, სიხარბე, ძალადობა ესაა ხელისუფლების...

პაატა მანჯგალაძე – “რუსობა, სიხარბე, ძალადობა ესაა ხელისუფლების მთავარი სახე და ნიშანი, მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის”

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი და „გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ჩოხატაურში მოსახლეობას ხვდება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა არავის შერჩება. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები პირდაპირ ასახავს „ქართული ოცნების“ რეალურ სახეს:

ჩვენ, დღეს, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერები, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებთან ერთად, ჩოხატაურიდან ხელისუფლებას, მის ყველა მოძალადესა და კორუმპირებულ ჩინოვნიკს ვუგზავნით გზავნილს, რომ ეს მათ უნდა ეშინოდეს ხალხის.

არავის არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ შერჩება ძალადობა და მათ მიერ ხალხის ძარცვა. წარმოგიდგენიათ ხელისუფლების და მისი ჩინოვნიკების სიხარბე, როცა 21-ე საუკუნეში, დღისით ჩოხატაურში ისაკუთრებენ ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერს. ეს არის ფსკერი, ეს არის “ქართული ოცნების” გაუმაძღრობის პირდაპირი გამოვლინება.

რუსობა, სიხარბე, ძალადობა – ესაა ხელისუფლების მთავარი სახე და ნიშანი. რა თქმა უნდა, ეს მას არ შერჩება, ხალხი ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მისია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...