პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად"

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტებები გააკეთა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გავაკეთო კომენტარი ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ მან, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს საქართველოს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს და განახორციელოს. მე დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა ჩემი და მთავრობის არგუმენტაცია კიდევ ერთხელ მოვიყვანო.

თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც არის დაწესებული, მე ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას. ასევე მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ამას რომ მოისმენს ადამიანი, არა მხოლოდ მთავრობის მეთაური, პარლამენტის წევრები და მინისტრები, ასევე მმართველი გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყოდი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის რაღაც უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, მთავარი კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული.

აქვე მინდა მივმართო საზოგადოებას და შევახსენო, – თუ ახსენდება რომელიმეს, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივად ასახსნელი, ეს არის ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს.

ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ჩვენი სწორი გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ, დიახაც, მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა, ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელის, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩვენ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში.

დღეს, მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისია, სადაც განვიხილავთ და მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურებამ, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...