კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილები გავრცელდა, რომლებიც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი პოზიციურად აფასებს სოფო ჯაფარიძის აქტივობებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, ცალკეულ პიროვნებებსა თუ პროცესებთან მიმართებაში:
“მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე. სოფოს მიზანი სწორედ ხალხის შემოკრებაა და არა მათი დაშლა!
ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.
წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყოველი დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად. მე მედგრად ვდგავარ და ამ დაპირისპირებაში უკან დახევას არ ვაპირებ! 🇬🇪“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

