spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მედგრად ვდგავარ და ამ დაპირისპირებაში უკან დახევას...

“მე მედგრად ვდგავარ და ამ დაპირისპირებაში უკან დახევას არ ვაპირებ!” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილები გავრცელდა, რომლებიც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი პოზიციურად აფასებს სოფო ჯაფარიძის აქტივობებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, ცალკეულ პიროვნებებსა თუ პროცესებთან მიმართებაში:

მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე. სოფოს მიზანი სწორედ ხალხის შემოკრებაა და არა მათი დაშლა!

ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.

წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყოველი დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად. მე მედგრად ვდგავარ და ამ დაპირისპირებაში უკან დახევას არ ვაპირებ! 🇬🇪“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...