ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება -...

“ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება – დაწყებული ქართველი აგენტებიდან, დამთავრებული მათი უცხოელი “კოლეგებით” და უფროს-პატრონებით” – ლევან ნიკოლეიშვილი

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “პუტინიზმის დამარცხება” გახსნას მწვავე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:

დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო “სტამბაში”, მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება.

ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება – დაწყებული ქართველი აგენტებიდან, დამთავრებული მათი უცხოელი “კოლეგებით” და უფროს-პატრონებით. გიგაური, ხუციშვილი, ბოკერია, კრამერი, ჰოჯესი, პავილიონისი და ა.შ….

ბევრ საუბარს აღარ დავიწყებ იმაზე, რა მიზანი ამოძრავებთ “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლებს, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ჩამოთვლილი სახელ/გვარების მიზანი ჩვენ ქვეყანაში ომის განახალებაა ყველაფრის ფასად.

მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა – კრამერი, ჰოჯესი და ძმანი მისნი გიგა ბოკერიას გვერდით რომ დგანან, დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს. ამერიკული სტანდარტით, როგორც ტრამპმა, ასევე ბოკერიამ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, მაგრამ მაინც საპირისპიროს ამტკიცებდნენ სიტყვით და ქმედებით.

ჰოდა, პატივცემულო პანელელებო, თქვენივე სტანდარტით სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ? სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის – მუდამ გეყოფათ “მცირე სასტუმროები” თქვენი ფარისევლური შეკრების ჩასატარებლად. ეგაა თქვენი მასშტაბი🙂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...

“ვინც ამ პირობებში, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი...

კლინიკა “ვივამედიდან”, თავის სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას,...

“ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გეოპოლიტიკურ შეუსაბამობაზე საუბრობს, მმართველი პარტიის პოზიციასთან...