spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ოპოზიციიდან ვინმე აღმოჩნდება ისეთი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს...

“თუ ოპოზიციიდან ვინმე აღმოჩნდება ისეთი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს – ის იქნება “ქართული ოცნების” და არა ოპოზიციის წარმომადგენელი” – ანა წითლიძე

საქართველოს პარლამენტისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით:

,,თუ ოპოზიციიდან ვინმე აღმოჩნდება ისეთი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მას შესაბამისი სახელი დაერქმევა – ის იქნება ,,ქართული ოცნების“ და არა ოპოზიციის წარმომადგენელი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ის, რასაც ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია.

მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ევროპული კურსი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...