შაბათი, მაისი 10, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გიგი უგულავაც, ლევან თარხნიშვილიც, გოკა გაბაშვილიც არიან ჩვენი...

“გიგი უგულავაც, ლევან თარხნიშვილიც, გოკა გაბაშვილიც არიან ჩვენი ძალიან ღირსეული თანამებძოლები” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე ტვ ,,პირველის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოლაპარაკებებზე პარტიის ყოფილ თუ პროცესებში ჩართულ პოლიტიკურ სახეებთან:

,,რასაკვირველია, გიგი უგულავაც, ლევან თარხნიშვილიც, გოკა გაბაშვილიც – ისინი არიან ჩვენი ძალიან ღირსეული თანამებძოლები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩვენთან ყოფნა. მე მივესალმები.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თქვენი ინფორმაციით, შეხვედრები აქვთ მათ, ხვდებიან პარტიის წევრებს, ასევე, სხვადასხვა ადამიანებს? თუ ჰქონდათ თქვენთან კომუნიკაცია?

მე მათთან ვმეგობრობ. რასაკვირველია, არაერთხელ მქონია შეხვედრა, მათ შორის, ბოლო დღეების განმავლობაში.

ერთობა იქნება ძალიან მასშტაბური.

არა მხოლოდ ეს ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრი შემოგვიერთდება. საბოლოოდ, ძალიან კარგ ფორმაში და ძალიან ძლიერები შევხვდებით ამ ძალიან რთულ წელს.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: სამდივნოს ფორმა ექნება?

არ ვიცი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი – ამას ექნება სამდივნოს ფორმა, თუ რაიმე სხვა სახელი ერქმევა, მაგრამ უნდა იყოს ერთობა. ერთობას უკვე რა სახელს დავარქმევთ, მე ვფიქრობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თუ იცით, გიგი უგულავა ნიკა მელიას შეხვდა?

მე არ ვიცი გიგი უგულავა და ნიკა მელია შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები, მათ შორის, ერთად თუ შევხვდებით ერთმანეთს და რაღაცა გარკევულ შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციითვის: ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც აღნიშნავს, რომ “მე “ნაციონალურ მოძრაობაში” დავბრუნდი 2021 წელს, მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ“,…

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...