შაბათი, მაისი 10, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიგი უგულავა: "მე "ნაციონალურ მოძრაობაში" დავბრუნდი 2021 წელს,...

გიგი უგულავა: “მე “ნაციონალურ მოძრაობაში” დავბრუნდი 2021 წელს, მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ”

“ნაციონალურ მოძრაობასთან” მის ურთიერთობასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს პასუხობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:

არ ვარ საქართველოში. შემოვიდა შეკითხვების კასკადი, დაახლოებით ამ შინაარსის – “ბატონო გიგი, წყარო გვიყვება რომ ნაც.მოძრაობაში ბრუნდებით. ამ თემაზე გვინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ“…

ესაა ჩემი პასუხი:

მე “ნაციონალურ მოძრაობაში” დავბრუნდი 2021 წელს, მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ.

რაც შეეხება პარტიის მართვაში მონაწილეობას, არც წინა თავმჯდომარის და არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩემს გეგმებში არ შედის.

“ნაციონალური მოძრაობა” მიმაჩნია მთავარ და ჯერ-ჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში. და ეს ასეც იქნება.

არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს – ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემის აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.

ვთვლი რომ დღეს ყველა ნაციონალის იდენტობის ადამიანი (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჯიბეში ენმ-ს პარტბილეთი) უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი ნაცების ერთობის არის სააკაშვილი. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10 წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე – რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზე.

საქართველო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული ოჯახის წევრი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...