,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ მდგომარეობასა და ტვ “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის როლზე ქართულ პოლიტიკაში:
,,ბრძოლები მიმდინარეობს ,,ნაცმოძრაობის” შიგნით, რაც ძალიან კარგია – რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები ,,ნაცმოძრაობის” შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი.
ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი – ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს ,,ნაცმოძრაობა”, როგორც რისკ-ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.
დავით კეზერაშვილი არის არა მარტო ,,ნაცმოძრაობის”, არამედ მთელი კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის”, მთელი რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი. მისი მეშვეობით ხორციელდება სწორედ რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება.
ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი, მისი ფინანსებიდან გამომდინარე, არის, რა თქმა უნდა, კეზერაშვილი“, – გამაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


