კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის...

“საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს!” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინფზე განცხადებას აკეთებს ევროკავშირის გზავნილებზე და აღნიშნავს, რომ ბუნდოვანების გასაქრობად, თუ რომელი ქვეყნები იგულისხმება ის სიაში, ვინც 2030 წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, აუცილებელია მეტი კონკრეტიკა ევროპელი დიპლომატების მხრიდან:

,,მეტი კონკრეტიკა არის საჭირო. განსაკუთრებით – საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. ეს 2030 წელი ვრცელდება მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე, თუ ამ 3 ქვეყანაზეც, ვიდრე ეს კონკრეტიკა არ იქნება, მანამდე რჩება ბუნდოვანება.

მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბალკანეთის ქვეყნებს, ზოგს 18 წლის წინ, ზოგს 10-12 წლის წინ აქვთ მიღებული კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მათ აქვთ, შესაბამისად, სხვა საწყისი პოზიციები. ამიტომ აუცილებელია, დაზუსტდეს ეს 2030 წელი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, თუ მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე.

ასევე შეგახსენებთ, მაგალითად, ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება ევროკავშირის წევრი. წინააღმდეგობრივი განცხადებებია. ამიტომ არის საჭირო მეტი სიცხადე – ეს 2030 წელი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, თუ მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებსაც ბევრად უფრო ადრე აქვთ მიღებული კანდიდატის სტატუსი.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. არა მარტო ფუნდამენტური პროგრესი გვაქვს ჩვენ, წინა ხელისუფლების შემდეგ, არამედ დღეს, თვისობრივად, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ტარდება დემოკრატიული არჩევნები, სადაც არის მედია პლურალიზმი, სადაც არის პოლიტიკური პრულარიზმი, სადაც არის ადამიანის უფლებები დაცული. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე, გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა ამ წლების განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისობრივი დაახლოებისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...