შაბათი, მაისი 18, 2024

“ძვირფასო კახა, სანიაღვრე იმიტომ არის, რომ ნიაღვარი ფოთოლსაც ჩაიტანს და სხვა ნაგავსაც ქუჩიდან და პერიოდულად უნდა გაწმინდო ხოლმე!” – სერგო ჩიხლაძე

თბილისში 29-30 აგვისტოს ღამით შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ შეფასება-განმარტებებს ირონიანარევი მწვავე პოზიციით ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე:

ჰოი საოცრებავ! თურმე სანიაღვრებს და კოლექტორებს მოვლა და გაწმენდა ჭირდება ხანდახან! დღეს აღმოაჩინა ჩვენმა “წიგნიერმა” მერმა ეს მარტივი ჭეშმარიტება! ძვირფასო კახა, სანიაღვრე იმიტომ არის, რომ ნიაღვარი ფოთოლსაც ჩაიტანს და სხვა ნაგავსაც ქუჩიდან და პერიოდულად უნდა გაწმინდო ხოლმე! ნუ, რა ხარისხით გაქვს გაკეთებული ეს სანიაღვრე კიდევ ცალკე საკითხია.

თუმცა, რა მიკვირს?! რამდენიმე კვირის წინ, აგერ, შუაგულ ვაკეში, კოლექტორებიდან ვირთხები რომ შევნიშნეთ, დავრეკეთ მერიაში. პასუხი რა იყო? ეს მერიას არ ეხება, მოგცემთ კერძო შპს-ების კონტაქტებს, დარეკეთ და შეაწამლინეთო. კოლექტორები, რომელიც არც კორპუსებს ეკუთვნის, არც რომელიმე მოქალაქეს.

ნეტავ, ნაგვის ბუნკერების დაცლას და ლილოში წაღებას არ დაგვავალებდეს ჩვენი მზრუნველი მერი და აღარ დავეძებ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული