შაბათი, მაისი 18, 2024

“ასეთი ადამიანები, პირდაპირ ყაჩაღები, არიან ანტიევროკავშირი” – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას პოზიციის შეფასებისას

,,მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა პოლიტიკურ ჭრილში განიხილა და თავის პოზიცია-ვარაუდები დააფიქსირა, რაზეც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან მწვავე შეფასება გააკეთა პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

,,ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციას არანაირად არ სურს, საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. კიდევ ერთი წამოცდენა იყო ეს, ამ შემთხვევაში, გვარამიას მხრიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ პერსონას, გვარამიას – მე შეგახსენებთ, ვინ არის გვარამია. ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტის საქმეებში 2012 წლამდე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია ,,იმედის” ყაჩაღურად მიტაცებაში, რომელიც მერე ყაჩაღურად მიტაცებულ ,,რუსთავი 2″-ს წლების განმავლობაში მართავდა.

ასეთი ადამიანები, პირდაპირ ყაჩაღები, არიან – ანტიევროკავშირი. შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი თავიდან ბოლომდე არიან დაცილებული ევროპულ ღირებულებებს და ისინი არიან სწორედ ანტიევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული