“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ აქტივობებს, მოსახლეობასთან შეხვედრებისას სხვადასხვა პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, კონკრეტული შეკითხვებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“თხილის ფასიც აქტუალურია და საპენსიო რეფორმაც, მაგრამ მიშაზე რა ხდება?!
ანუ ვამარცხებთ ოცნებას,და მიშაც თავისუფლდება 2024-ში?!
კითხვა რომ დავსვა, როგორ ამარცხებთ ოცნებას გათითოკაცებული ოპოზიცია, ინტრიგანი ვიქნები??“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

