რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. რამდენიმე დღის წინ მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, აღნიშნულ შეხვედრაზე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, ,,გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:
,,ეს არის დაგეგმილი სცენარი, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება, რომ რაღაც ილუზიები დაგვიხატონ მომავალში, რომ გეგონება რუსეთთან რაღაც ურთიერთობებს ალაგებენ და აი, მათი ურთიერთობის გამო, ვთქვათ – ცხინვალს არ მიიერთებს რუსეთი…
რას უნდა აკეთებდნენ? – მთელ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა მუშაობდნენ.
როცა შენც რუსულ ინტერესებს ატარებ, როგორც იქ ჩასული ადამიანები, რაზე უნდა ელაპარაკო, ხომ?!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე