შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"თუ ჩვენ შეშფოთებას რეალური საფუძველი გაუჩნდება - არ...

“თუ ჩვენ შეშფოთებას რეალური საფუძველი გაუჩნდება – არ დავაყოვნებთ” – დიმიტრი მედვედევი საქართველოსთან მიმართებაში

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა “არგუმენტი ი ფაქტი”-ს, სადაც მძიმე შეფასებები გააკეთა და გამაფრთხილებელი მინიშნებებიც:

2008 წლის აგვისტოში, ცხინვალის ბარბაროსული დაცხრილვისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, მივიღე საპასუხო საბრძოლო ქმედებების გადაწყვეტილება, საქართველოს სამხედრო თავდასხმის ჩახშობისა და მშვიდობისთვის იძულების. ჩვენ ვმოქმედებდით გაეროს წესდების სრულ შესაბამისობაში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანილი იყო რუსეთის ჯარი. სააკაშვილის ოდიოზურმა რეჟიმმა მიიღო ხისტი საკადრისი პასუხი. დასავლეთში დაუყოვნებლივ აზვირთდა ისტერიის ტალღა, თუმცა ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლო.

დარწმუნებული ვარ 15 წლის წინ ომი არ იქნებოდა, რომ არა უპასუხისმგებლო დანაშაულებრივი ქმედებები სააკაშვილისა და მათი, ვინც ეხმარებოდა.

მას შემდეგ, როცა რუსეთმა ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ამ რესპუბლიკებმა, ჩვენი ქვეყნის მხრიდან მიცემული უსაფრთხოების გარანტიების პირობებში, დაიწყეს განვითარება, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებმა და რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა, თანდათან დასტაბილურდა სიტუაცია საქართველოშიც.

დასავლეთმა უნდა გაითავისოს ერთი მთავარი და აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს ჩვენ შევაჩერეთ თბილისზე შეტევა, როცა მოხდა საფრთხის აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტიების მიღწევა. მაგრამ ახლა მდგომარეობას ისევ აქტიურად ძაბავენ, რომ ჩვენი საზღვრების სიახლოვეს, უკრაინის ფრონტის დამატებით, შექმნან დაძაბულობის კერა. ისევ მიდის საუბრები NATO-ში საქართველოს შესაძლო მიღებაზე. ასევე, თითქოს დაკვეთით, იქ დაიწყო რუსოფობიის აფეთქებები.

ჩვენ არ გვინდა 2008 წლის ისტორიის განმეორება. ჩვენ უწინდებურად მზად ვართ პრობლემების გადასაწყვეტად, მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ, თუ ჩვენ შეშფოთებას რეალური საფუძველი გაუჩნდება – არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების იდეა ისევ პოპულარულია და სავსებით შესაძლებელია რეალიზება, თუ ამისათვის საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...