spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც...

“სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის” – პაპუნა მარგველიძე

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაკარგულ მოქალაქეებს ისევ ეძებენ. საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ:

,,ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის (უკვე 28, რედ.) ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 (5 მოქალაქის. რედ.) დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტშორის ტერიტორიაზე, ასევე მდ. ჭანჭახისა და მდ. რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება.

ამოსვენებული მოქალაქეებიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. პროცედურები სჭირდება თვითონ დნმ-ის ანალიზს, რაც დროს მოითხოვს.

პერიმეტრი არის გაზრდილი, როგორც მოგეხსენებათ და კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

41 კმ-ზე მეტია, 60 კმ-ზე მეტი შემიძლია გითხრათ, რომ არის პერიმეტრი გაზრდილი.

სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...