კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამალებული მზადება მიმდინარეობს, წლის ბოლოსთვის ე.წ. მაიდანის გზით...

“გამალებული მზადება მიმდინარეობს, წლის ბოლოსთვის ე.წ. მაიდანის გზით ხელისუფლების დამხობისა და მართვადი ქაოსის მოსაწყობად” – ხათუნა ხოფერია

პარლამანტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ამტკიცებს, რომ მოსალოდნელია მძიმე პროცესები, ე.წ. მაიდანის გზით ხელისუფლების დამხობა და ასევე აცხადებს, რომ მიმდინარეობს პროფესიონალური მომზადება აგრესიული, ტერორისტული აქტებისთვის ქალაქის ცენტრსა და რეგიონების მიხედვით:

მართალს ვიტყვი! შევიქმნები ტყუილისა მოამბე რად…✊🏼
დავიწყე!

ყველამ ვიცით ან ვხვდებით, რომ გამალებული მზადება მიმდინარეობს, წლის ბოლოსთვის, ასე, 2-3 თვეში, ე.წ. მაიდანის გზით ხელისუფლების დამხობისა და მართვადი ქაოსის მოსაწყობად.

ხდება მასების ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური მომზადება სხვადასხვა პიარტექნოლოგიებით!
უფრო მეტიც, ხდება 200-300 “ქართველის” ფიზიკური და პროფესიონალური მომზადება აგრესიული, ტერორისტული აქტებისთვის ქალაქის ცენტრსა და რეგიონების მიხედვით. იკითხავთ სად?… როგორ ამბობენ… პოლონეთში!

ეს უკვე ის აღარ არის, 2016-ში რომ ატრეინინგებდნენ კოლექტიურ ხაბაზებს “პაკრიშკების” დასაწვავად! ეს იარაღის ჟღარუნი და ტყვიების ზუზუნია!

არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ ჭეშმარიტებაა ამ სიტყვებში – რევოლუციას აწყობს მოსახლეობის აქტიური 2%, თუ მხარს უჭერს 10% და 90% დუმს!

ჩვენ, ვისაც ალალად გვიყვარს მშვიდობიანი საქართველო, ვართ მოსახლეობის 90%!!!…
შესაძლოა, მტერი თვლიდეს, რომ ჩვენ მდუმარენი ვართ და ამ მდუმარებით, უმოქმედობით, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს!

მათი ნებაა რას იფიქრებენ ან დაიჯერებენ!!!…
მთავარია, რომ ისინი ცდებიან! ჩვენი დუმილი არ არის “კრავთა დუმილი”!… ეს გონივრული გარინდებაა მეხის გავარდნის წინ!

მშვიდობიანი საქართველო უალტერნატივოა!
ღმერთი, სამშობლო, ოჯახი – მარადიული და ხელშეუხებელია!

მოქალაქეობრივი ვალი მოსახდელია!
სამოქალაქო დაცვის თვითორგანიზება გარდაუვალია!

ერთად ყველას და ყველაფერს მოვერევით!🙏🏼🙏🏼🙏🏼♥️
ალური კუდიანებს, ქართველებო!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...