“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სინანულის გამოხატვაზე რაჭაში, შოვში სტიქიას გადარჩენილ მოქალაქეებთან დაკავშირებით და ამაზე კონკრეტულ გამოხმაურებებს მწვავე შეფასებებით ეხმიანება, “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:
“ახლა დამწკრივდნენ “გამპრავებლები” და ერთ ხმაში ღაღადებენ კობახიძის ბოდიში ღირსეული ნაბიჯიაო.
კობახიძის და ღირსების რა მოგახსენოთ, მაგრამ, თქვენ რომ კობახიძეზე უფრო ანტიადამიანები ხართ, ეს ნამდვილად ვიცი. თუ ის იცოდით, რომ ბოდიშის მოხდა იყო საჭირო ამ გაუგონარ სისასტიკეზე, რაც მან თქვა, ერთმა მაინც როგორ არ ამოიკნავლეთ, რომ ამის თქმა არ შეიძლებოდა, ზეწრებივით პოსტებს რომ აფრიალებდით “გასაპრავებლად”?!
საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებით, ცუდად არ ხდებით?!😥“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.