ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"მთავრობის პოლიტიკა გახლავთ, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ამ...

“მთავრობის პოლიტიკა გახლავთ, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ამ ოკუპაციის და ანექსიის შედეგად გაყოფილ, საქართველოს ორ მხარეს შორის ურთიერთობის აღდგენა” – ირაკლი ქადაგიშვილი

შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ვერ შეძლებენ შენგენის ზონაში, კერძოდ შვეიცარიის ტერიტორიაზე გადაადგილებას. აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა:

,,შენგენის ზონას არც თავის დროზე არ უნდა ჰქონოდა ეს პოლიტიკა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის გაცემული რუსული პასპორტებით, მათ სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ შენგენის ზონაში.

მთავრობის და სახელმწიფოს პოლიტიკა გახლავთ, რომ მშვიდობიანი, მაქსიმალური, ასე ვთქვათ, დაახლოების, ხელშეწყობის გზით მოხდეს ამ ოკუპაციის და ანექსიის შედეგად გაყოფილ, საქართველოს ორ მხარეს შორის ურთიერთობის აღდგენა.

ბევრი უკვე სარგებლობს საქართველოს პასპორტებით. ალბათ, შესაბამისი კანონის ფარგლებში, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, საქართველოს პასპორტი აიღონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...