შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმართე მომავალი - პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

მართე მომავალი – პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ა.წ. 15 აგვისტოს საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელის პროექტის (WDNG) ,,მართე მომავალი – პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში შემუშავდა პოლიტიკის სარეკომენდაციო სახის დოკუმენტი ,,ქალთა მიმართ არსებული ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენცია, გამოვლენა, მონიტორინგი და აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებში“. ასევე, შემუშავდა ხელმოსაწერი დეკლარაცია, რომელიც პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტთან ერთად გაეგზავნათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდო მონაწილე დემოკრატიული ფასეულობების მქონე პარტიებს შესასწავლად და პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად.

ავტორების განცხადებით (შორენა ლობჟანიძე – მპგ ,,სტრატეგია აღმეშენებელი”, ეკა დარბაიძე –  სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, ელიზა ცხვიტარია-სამოქალაქო აქტივისტი ,,ქალთ ლიბერალთა ერთობა”, თეონა ჭალიძე- მპგ ,,სტრატეგია აღმაშენებლი”), მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდის კუთხით, კერძოდ 2020 წელს ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გახდა გენდერული კვოტირების მექანიზმის დაცვა, საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მაჩვენებელი კვლავაც დაბალი რჩება.

საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და გენდერული როლები, შიდა პარტიული დემოკრატიის დეფიციტი, პოლიტიკაში და პარტიებში გენდერული ძალადობა, პრევენციისა და მასთან გამკლავების შესაბამისი მექანიზმების არარსებობა, კიდევ უფრო მეტად აფერხებს და მოწყვლადს ხდის ქალთა ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სწორედ ამიტომ, დოკუმენტიც თანდართული დეკლარაციით მიზნად ისახავს პარტიებში ქალთა მიმართ არსებულ ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენციას, გამოვლენას, მონიტორინგსა და აღმოფხვრას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...