ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს...

“არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია” – Black Sea Arena

15 აგვისტოს, შავი ზღვის საკონცერტო დარბაზში ,,Black Sea Arena”-ზე ,,The killers”-ის კონცერტი გაიმართა. ჯგუფის სოლისტმა დამსწრე აუდიტორიიდან, მუსიკალური ნომრის შესასრულებლად, რუსი დრამერი სცენაზე აიყვანა, რასაც ღონისძიების მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ხოლო დამსწრეთა ნაწილმა კონცერტიც კი დატოვა.

აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით ,,Black Sea Arena”-მ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაემიჯნა: ,,გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით.
რუსეთი ოკუპანტია 🇬🇪“, – წერია მათი ფეისბუქის გვერდზე.

ამ ინცინდენტის შემდეგ ,,The killers”-მა განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა:

,,საქართველოს კეთილო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არასდროს ყოფილა! დიდი ხანია ტრადიცია გვაქვს, რომლის თანახმადაც, ხალხს დრამებზე დასაკრავად ვიწვევთ. სცენიდან ჩანდა, რომ დამსწრე საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მათგანის სცენაზე ამოყვანა და მონაწილეობის მიღება პრობლემას არ წარმოადგენდა.

გავაანალიზეთ, რომ კომენტარი რომლის თანახმადაც, ,,The killers”-ის აუდიტორია და მხარდამჭერები “და-ძმები” არიან, შეიძლება არასწორად გამოვხატეთ. არავის განაწყენება არ გვსურდა, ამისთვის ბოდიშს ვიხდით. თქვენ გვერდით ვართ და იმედია მალე დავბრუნდებით“, – წერს ,,The killers”.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სასტიკი ხალხი არიან ქოცები რა. ყველას უარყოფენ. მეგობრობა იციან იქამდე, ვიდრე საჭიროებაა” – ნანუკა...

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის სასამართლო პროცესზე...

“ნაცობა” არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, იგი არის იდეოლოგია, რომელიც...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...