ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში თავის მოსაზრებას გამოთქვამს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ გეგმებზე, მიმდინარე პროცესების ფონზე:
,,ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთავრობა სრულად მზად არის ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს, მის უმრავლესობას, მის უმცირესობას.
ჩვენი ,,ხელმარჯვე” ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი ყველაზე აგრესიული ფრთა ,,ნაციონალური მოძრაობის” სახით, იყენებს სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად ნებისმიერ განსაცდელს, რომელიც ქვეყანას დაუდგება ქვეყნის შიგნით თუ ფარგლებს გარეთ.
ეს მათთვის არის ყოველთვის ხელსაყრელი მომენტი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


