ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიანტიკონსტიტუციური და ჩვენთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული...

ანტიკონსტიტუციური და ჩვენთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული გერმანული მოდელის ვარიაცია – თეა წულუკიანი

როგორც ჩანს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, დიპლომატების ჩართულობით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის არც მეორე რაუნდი დასრულდა რაიმე კონკრეტული შედეგით. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა – ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმენული მოდელის ვარიაცია მიუღებელია ხელისუფლებისთვის. თუმცა თეა წულუკიანი, ასევე, არ გამორიცხავს შეხვედრის მორიგ რაუნდს, რათა განხილული იქნას დღეს წამოჭრილი საკითხები:

შეხვედრა ვერაფერი კონკრეტული შეთანხმებით, რაიმე არსებით საკითხზე, ვერ დასრულდა. საუბარი საკმაოდ გრძელი იყო და დრო წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ ჩვენ, კიდევ ერთხელ, მეორე მხარეს, მედიატორების ჩართულობით ავუხსენით ის, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი, მათ შორის ოპოზიციის მიერ არის დარეგისტრირებული პარლამენტში, არის ანტიკონსტიტუციური და ჩვენ მათ ვუხსნიდით, რომ ეს არის მიუღებელი.

მეორე ნაწილი დისკუსიის ეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება, ორივე მხარის წინაშე, – ხომ არ გვემსჯელა მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული და არა სრულად პროპორციული, როგორც ამას ითხოვს ოპოზიცია, ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული, ოღონდ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში.

მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხები განვიხილოთ. 

ვერავითარი კომპრომისი, ვერავითარი შეთანხმება დღეს ვერ შედგა.

გერმანული მოდელის ოპოზიციური ვარიაცია, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას, თუმცა რაც შეეხება გათვალისწინებას, ჩვენ ვთვლით, რომ ოდირი არ არის საკონსტიტუციო ორგანო და ჩვენი მყარი პოზიციაა, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება, რომ გერმანული მოდელი ან მისი ვარიაცია, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში, არ შეესაბამება ქართულ კონსტიტუციას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...