სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სამწუხაროა, რომ ტრაგედიის დროს, გაერთიანების ნაცვლად,...

კახა კალაძე: “სამწუხაროა, რომ ტრაგედიის დროს, გაერთიანების ნაცვლად, სპეკულაციებს და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ვხედავთ”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება, სამწუხარო და არასწორია.

მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო – გარდაცვლილების ოჯახებსა და ნათესავებს. ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ქვეყანას. ამ ტრაგედიის, სტიქიის გამოყენება პოლიტიკურად და სპეკულაციურად კი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, როგორი კამპანია ჰქონდათ დაწყებული. თითქოს, ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ, შოვში ჩამოვიდნენ და ჩემი ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ხალხი კი მიატოვეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი სიბინძურე წამოვიდა და ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ძალიან ცუდია მსგავსი ფაქტების დაფიქსირება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრაგედიის, სტიქიის დროს, როცა ქვეყანას ამხელა უბედურება დაატყდა თავს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების მაგივრად, ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციების გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამ ყველაფრით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აქცია აჩვენებს თუ რამხელა ფასდაკლება აქვს პოლიტიკურ საქონელს სახელად “რადიკალური ოპოზიცია” – ზაალ ანჯაფარიძე

28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ნეგატიურ პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი...

“ორგანიზაცია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი – კომუნიკაცია ადამიანებს შორის არ შეიძლება იყოს გაუგებარი” –...

ტრენერი, ლაშა დარბაისელი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ორგანიზაციული კომუნიკაციის...

“ოცნებას” ყველაზე მეტად ემიგრანტები და პენსიონერები სძულს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაიფხრიწება ნაკერავზე” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...