საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან განმარტებას აკეთებს, თუ რას გულისხმობდა პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში:
,,ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღე ვაკვირდებით. სურვილი, რაღაცნაირად კიდევ გარკვეული ჯგუფების მხრიდან , რომ შემოიტანონ რაღაცნაირი უთანხმოების ატმოსფერო.
არ უგულისხმია არანაირად ირაკლი კობახიძეს ის, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც საკუთარი თვალით ნახა.
ნახეთ, რა მასშტაბის იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამე დაუჯერებელი არის და ჩვენ ვხედავდით მაშველებს როგორ უჭირდათ მუშაობა.
რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, ჩვენ 210 მამაცი მოქალაქე გვყავს, რომელიც ამ სტიქიას გადაურჩა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


