,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში საუბრობს პარტიის პოლიტიკურ სტრატეგიებზე, რომლის მიზანიც არის ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება და დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ომის თავიდან არიდება:
,,თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ ურთულეს ვითარებაში თავიდან ავირიდოთ ომი ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმატებით ვახერხებდით გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ასე განვითარდება მომავალშიც ეს პროცესები.
ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა – ეს არის მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით პროცესები განვითარდება დადებითად. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ოცნება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება, საბოლოოდ, ახდება.
მთავარია ზოგადი პოლიტიკა და მისი შედეგები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი შედეგი არის ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში.
,,ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა. წინა ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ომის თავიდან არიდება. საქართველოს ჰქონდა 4 სხვადასხვა ომი, სამოქალაქო ომის ჩათვლით, რამაც ათწლეულობით დახია უკან ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც მივყვებით ძალიან მყარად. ეს არის რაციონალური პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაძლევს კონკრეტული შედეგის მიღწევის საშუალებას. ერთერთი უმთავრესი შედეგი არის მშვიდობის შენარჩუნება. ამ პოლიტიკის საბოლოო მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


