,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ,,რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა – ეს არ ვიცი. უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა“. ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო-მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც სტიქიაში მოყოლილმა ადამიანებმა გადაიღეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი დეტალური შესწავლაა საჭირო, რათა დადგინდეს რეალურობა.
მმართველი პარტიის ლიდერის ამ განცხადებებს სოციალურ ქსელში მწავე სტატუსებით გამოეხმაურნენ სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეები:
,,მინდა დავიძინო, თავიდან გავიღვიძო და ეს ირაკლი კობახიძის განცხადება ტყუილი იყოს 😰😰“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ჯელაძე
,,16 ადამიანი ვითხოვდით შველას, ტალახში ვიხრჩობოდით 4 საათი. ღმერთმა სასწაული მოახდინა და გადავრჩით. მადლობა უფალს, მადლობა ჩემს რაჭველ ბიჭებს ჩვენამდე მოაღწიეს და გამოგვიყვანეს იმ ჯოჯოხეთიდან. როგორ არ გრცხვენია ირაკლი კობახიძე მსგავს განცხადებას რომ აკეთებ😡საერთოდ გაჩუმდი და ხმას ნუ იღებ😡”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მარი ჯელაძე
,,გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 🤩 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე
#ჩემიქვეყანამკლავს!”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მარიამ ბერიანიძე
,,ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიო ადამია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


