სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, კონკრეტულ შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებას და ხელისუფლებას:
“შოვის განვითარების პროექტში (გრგ- განაშენიანების რეგულირების გეგმა), გეოლოგიურო დასკვნაში რა უწერიათ?
მე მაგის დოკუმენტაციას არავინ მომცემს და იქნებ გამოითხოვოთ?
9 სართულიანი სახლების განაშენიანება რომ უდევთ კოხტად, ვისია გეოლოგიური კვლევა და რომელმა გეოლოგმა დასვა “პეჩატი” კარგია აქ და ააშენეთო?!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეა გოდოლაძე.