ორშაბათი, მაისი 12, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული...

“იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი” – გიორგი კალანდია

მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ქეთი დუმბაძის დანიშვნის ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში. კულტურის სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებას პოზიტიური პოსტით, ემოციური შეფასებებით ეხმაურება ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია:

ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალაგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობარია, მაგრამ ამჟამად ეს არ არის მთავარი!

ღირსშესანიშნავია ის, რომ იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი, ქეთი გააბრაზო და მით უფრო წყობიდან გამოიყვანო წარმოუდგენელი მგონია…

ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა, მარტო მისი “ცოცხალი წიგნები” რად ღირს!

მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, ვუსურვო წარმატება, ვიცი რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს, ისიც ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ქეთი ერთი წამით არ შედრკება და აიცრუებს გულს, რადგან ქეთის მამა, დიდი ნოდარ დუმბაძე წერდა: ” სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული” ჰოდა ამ გაჭირვებაში მტკიცედ დექ ჩემო ძვირფასო მეგობარო“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კალანდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...