კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ და წინა ტრაგედიებს ვეღარაფერი ეშველება, მსხვერპლს ვერ...

“ამ და წინა ტრაგედიებს ვეღარაფერი ეშველება, მსხვერპლს ვერ დავაბრუნებთ, უბედურებას მეხსიერებიდან ვერ წავშლით. მაგრამ მომავალი ჩვენია” – ნიკა გვარამია

შოვში მომხდარ ტრაგედიას ემოციური პოსტით ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, დიდი მადლობა ქართველ მაშველებს!

მხოლოდ მათი პიროვნული გამბედაობის და პროფესიონალიზმის იმედზეა ეს ქვეყანა გაჭირვების ჟამს. ყოველი სამაშველო ოპერაცია მათი სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე გადის.

ნორმალურ ქვეყნებში საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად და გამბედავად კეთება, ზოგადად, გმირობად არ ითვლება. მაგრამ იმ ქვეყნებში მაშველები კბილებამდე აღჭურვილები არიან, სამაშველო სამსახურს კი ჯარზე უკეთესი პროფესიული ტექნიკა აქვს, მაშველებს და მათ ოჯახებს – მაღალი ხელფასი და ერთერთი ყველაზე მაღალი სოციალური დაცვის პაკეტი. ეს არა მარტო მაშველთა ეფექტიანობას ზრდის მაქსიმუმამდე, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებს ამცირებს მინიმუმამდე.

საქართველოში კი ლამის შიშველი ხელებით მოქმედი, უდაბლესი ხელფასის პირობებში პრაქტიკულად ენთუზიაზმით მომუშავე მაშველები ნამდვილად სამოქალაქო გმირობას სჩადიან ყველა სამაშველო ოპერაციის დროს.

გაუმარჯოს ქართველ მაშველებს! ისინი იმსახურებენ უკეთესს, და ისინი აუცილებლად მიიღებენ უკეთესს: შრომის პირობებსაც, აღჭურვილობასაც, ხელფასსაც და დაფასებასაც!

და ჩვენ და ჩვენი შვილებიც ვიმსახურებთ, რომ უფრო დაცულები ვიყოთ და არა მხოლოდ მაშველის პირადი გამბედაობის იმედის ამარა. და ჩვენც აუცილებლად მივიღებთ ამას!

ამ და წინა ტრაგედიებს ვეღარაფერი ეშველება, მსხვერპლს ვერ დავაბრუნებთ, უბედურებას მეხსიერებიდან ვერ წავშლით. მაგრამ მომავალი ჩვენია. არა “ოდესმე” მომავალი, არამედ ხვალინდელი დღე.

ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...