შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მმართველ პარტიაში კრიტიკულად აფასებენ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ:
,,პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ ფაქტი არის ერთი და ამას პროფესიონალები, დარგის ექსპერტები ადასტურებენ, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, რომლის პრევენცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო.
შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად, თითოეული ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო.
არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არის! პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, პარლამენტი არის საზედამხედველო ორგანო! ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ რეგლამენტში კარგად ჩაიხედოს და ნახოს, რომ ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


