ოპოზიციის მიერ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ნეგატიური პოზიციით ეხმაურება პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:
“რა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია? როდის უნდა მორჩეს ეს მარაზმი?
ვინ გაგაკეთებინებთ კომისიას? ვინ გამოგაძიებინებთ?
ამ პარლამენტში?
როდის უნდა დაამთავროთ ასეთი ტყუილები?
თან რუსები არიან და თან რუსების პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის და რამის გამოძიების იმედი გაქვთ?
ხომ ვიცი რომ არ გაქვთ ყველას გიცნობთ. 2-3 დღიანი ნიუსისთვის ღირს ეს ტყუილი ამხელა ტრაგედიაზე?
“კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხს რომ ესენი ცუდები არიან“?
Come on
ესენი არიან რუსები. ამათ უნდა გააჯვან. ყველანაირი გამოძიება მერე. ესაა სიმართლე.
პ.ს. გამოსაძიებელი ბევრია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.