პარასკევი, აპრილი 19, 2024

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე

მოულოდნელად, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით გადაღებული იყო ფილმები:

“მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”,  1989 წელს;
„აქ თენდება“, 1998 წელს;
„სამი სახლი“ 2008);
„დარჩი ჩემთან“ (2011);
„ბოლო გასეირნება“ (2012)
ასევე, სერიალი „ცხელი ძაღლი“ 2003-2009 წლებში.

ხოლო მის მიერ გადაღებული ქართულ-ესტონური ფილმი “მანდარინები”, რომელიც ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში, ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე.

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული