spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მომხდარის შელამაზება და გაკეთილშობილება კიდევ მრავალი ტრაგედიების გამეორების...

“მომხდარის შელამაზება და გაკეთილშობილება კიდევ მრავალი ტრაგედიების გამეორების ტოლფასი იქნება” – ალექსი ნონიაძე შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

ანალიტიკოსი ალექსი ნონიაძე შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ცალკეული ექსპერტების თუ თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს ეხმაურება:

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შოვში მოხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზები დეტალურად დადგინდეს. მომხდარის შელამაზება და გაკეთილშობილება კიდევ მრავალი ტრაგედიების გამეორების ტოლფასი იქნება.

მაგალითად, თუ ფილტვების ანთებით ავადმყოფს ექიმი დიაგნოზით დაუდგენს სეზონურ გაციებას, შესაბამისად მკურნალობაც გაციების და არა ფილტვების ანთების ადექვატური იქნება, რაც პაციენტისთვის ნამდვილად შეღავათი ვერ იქნება.

თუ პრობლემას თვალებში პირდაპირ არ ჩავხედეთ და პასუხისმგებლობა ვერ გავიაზრეთ, ვერც მომხდარისგან სწორ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. საგანგებო სიტუაციების მართვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა ვიდრე რაღაც პოლიტტექნოლოგიები. პროპაგანდამ შეიძლება ადამიანებზე იმოქმედოს, მაგრამ არა ზვავზე, მეწყერსა და წყალდიდობაზე. სტიქია მხოლოდ ბუნების კანონებს ექვემდებარება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვერგოთ მეწყერს და არა პირიქით. თუ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ვიაზრებთ არ ვიცი მაშინ რა გვეშველება…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ალექსი ნონიაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...