კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,...

“გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-დან 60 ლარით ჯარიმდებიან” – თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-დან 60 ლარით ჯარიმდებიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიმართულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისკენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე, 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, განსაზღვრულია 30 დღე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, დაჯარიმებულმა პირმა თუ კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 13 98“, – ნათქვამია გავრცველებულ განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...