საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესთან დაკავშირებით:
,,თუ ტაიმაუტს აიღებს პატივცემული ღარიბაშვილი, კობახიძე და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, არაფერს არ ისაუბრებენ ევროკავშირთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ეს ოპოზიციას არ უთქვამს მხოლოდ, ევროკომისარმა, რომელიც შესრულებული საქმიანობის შეფასებას აკეთებს, პირდაპირ თქვა, რომ ,,12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია არის შესრულებული“.
ყველა სპეკულაცია ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს ოპოზიცია უშლის ამას ხელს და ოპოზიციის გამო არ გვაძლევენ, არის მანიპულაცია და დეზინფორმაცია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


