შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოთქმულ კონკრეტულ მოსაზრებებთან მიმართებაში თავის მოსაზრებებს აფიქსირებს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ქართული ოცნება”, თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ სტიქიის ღამეს, ნიკოლოზ რაჭველის (და უამრავი ქართველის) “ვერ გაპატიებთ უმოქმედობას”, ასე რატომ გაგიტყდათ?!
კიდევ ერთი მფრინავის გინებით რის მიღწევას ცდილობთ?!
ან იმ ანა ლორიას რას ერჩოდით, ასე რატომ გაიმეტეთ ხალხის კრიტიკისთვის?!
თუ ყველაფერი რიგზეა (და რიგზე იყო), რატომ?!
ჰო, უმოქმედობას არ(ვერ) გაპატიებთ!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.
ინფორმაციისთვის: რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ რაჭველის მიეს სოციალურ ქსელში მწვავე ემოციური პოზიცია გამოქვეყნდა – “მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…”, რასაც გუდაურში შარშან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი ანა ლორია ასევე მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა და მიუღებლად ჩათვალა გამოთქმული პრეტენზიები – “დღეს ნიკოლოზ რაჭველი “ვერ პატიობს” სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!“. აღნიშნულს და კი თავისი შეფასება მისცა ელისო კილაძემ, ასევე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით:
“გუდაურში დაღუპული გმირი მფრინავის შვილს ვინმემ აუხსენით
– არც ნიკოლოზ რაჭველს, არც არავის სხვას მფრინავები და მაშველები არ დაუდანაშაულებია, პრეტენზიები გვქონდა და გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც დაპირების მიუხედავად, ღამის ხედვის ვერტმფრენი არ ჰყავს.
მიაფურთხოს ქოცურ მესიჯბოქსს‼️‼️‼️
გმირი მფრინავის შვილობა, ტყუილების გავრცელების დროს, დივიდენდი არაა‼️“, – აღნიშნა, ელისო კილაძემ.

