spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიამაია ბითაძე: "გეოლოგებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ამ ეტაპზე სტიქიის...

მაია ბითაძე: “გეოლოგებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს”

გეოლოგები ადგილზე არიან, რაჭაში ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაჭაში, სტიქიური უბედურება რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.

სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა – უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი.

ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა. დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველა მოვლენამ ერთობლივად, ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის“, – განაცხადა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაია ბითაძემ შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება ოჯახს“,-განაცხადა მაია ბითაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...