spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამარცხვინო მთავრობის სამარცხვინო თავკერძა პრემიერი ხარ ირაკლი" -...

“სამარცხვინო მთავრობის სამარცხვინო თავკერძა პრემიერი ხარ ირაკლი” – სერგო ჩიხლაძე

როგორ არ გრცხვენიათ, როდესაც პასუხისმგებლობას იხსნით და აცხადებთ, რომ ასეთი კატაკლიზმი ყველგან ხდება და მეტი რა ვქნათო?! – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს ღარიბაშვილის განცხადება აუბრალოებს ტრაგედიის სიმძიმეს და ამით პრემიერი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს:

მაშინ, როცა მთელი სახელისუფლებო სტრუქტურა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რომ ის მწირი რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს სრულად და ეფექტურად იყოს მობილიზებული, მაქსიმალურად სწრაფად ფუნქციონირებდეს ყველა სამსახური, პრემიერი ღარიბაშვილი იცლის ისევ ტყუილებისთვის, სიძულვილის ენისთვის და მედიის შეურცხყოფისთვის.

არანაირი ემპათია, არანაირი პასუხისმგებლობა არ იგრძნობა თქვენს განცხადებაში, ბატონო პრემიერო!

როგორ არ გრცხვენიათ, როცა აცხადებთ უტიფრად, რომ ვერტმფრენების ყიდვას არასდროს დავპირებივარო?!

როგორ არ გრცხვენიათ, როდესაც პასუხისმგებლობას იხსნით და აცხადებთ, რომ ასეთი კატაკლიზმი ყველგან ხდება და მეტი რა ვქნათო?!

ამით აუბრალოებთ ტრაგედიის სიმძიმეს და იხსნით პასუხისმგებლობას?

ბატონო პრემიერო!
ტრაგედია და კატაკლიზმი ყველგან ხდება, მაგრამ იქ, „ყველგან“ აქვთ სათანადო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომ ადამიანები უიმედოდ არ ელოდებოდნენ გადარჩენას!

იქ, „ყველგან“ ხელისუფლება 11 წელი არ ელოდება, რომ ერთი თანამედროვე ვერტმფრენი მაინც იყიდონ!

იქ, „ყველგან“ საბჭოთა 40 და 50 წლის ხანდაზმული ვერტმფრენების იმედად არ არიან!

იქ, „ყველგან“ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად 26 მილიონს არ ზოგავენ, რომ სამაგიეროდ პრემიერის და სხვა ჩინოვნიკების კომფორტისთვის 250 მილიონი დახარჯონ ბოლო მოდელის ჯიპებსა და მანქანებზე!

იქ “ყველგან“ პრემიერ მინისტრები საკუთარ ცოლებს ტყეებს არ ჩუქნიან!

იქ, „ყველგან“, ერთხელ კორუფციაში მხილებულ პრემიერს, მეორედ პრემიერად არ აბრუნებენ!

იქ, „ყველგან“ პრემიერი, ოლიგარქის შვილის ბრძანებით, პატარა ბავშვების დაწიოკებაზე არ ღლაბუცობს!

სამარცხვინო მთავრობის სამარცხვინო თავკერძა პრემიერი ხარ, ირაკლი!“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...