ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია განსხვავება" -...

“კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია განსხვავება” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგლაძე ირონიანარევ შეფასებას აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას განცხადებაზე ბათუმში, რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობის პროტესტზე:

,,რუსი კურატორები ,,ქართულ ოცნებას“ უმზადებდნენ სასაუბრო ,,მესიჯ-ბოქსებს“.
თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდის ამ რუსულ ,,მესიჯ-ბოქსს“, კობახიძესა და ზახაროვას შორის ვნახავთ – მხოლოდ სქესშია განსხვავება.

მეტი არანაირი განსხვავება ზახაროვასა და კობახიძეს შორის არ არის – არც მიდგომებში, არც დამოკიდებულებებში, გარდა სქესისა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფრომაციისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა,საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, აცხადებს, რომ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციები, რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით, იყო შეკვეთილი:

,,ეს იყო შეკვეთილი აქცია. ასეთი შეკვეთილი აქციები საქართველოში რუსეთთან დაკავშირებულ სხვა და სხვა თემებზე აქამდეც გამართულა. ჩვენ კარგად გვესმის, ვინ არის დამკვეთი. ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა ამ აქციას არ ჰქონია. სახეზეა იმის მტკიცებულებებიც, რომ მსგავს აქციებთან კავშირი აქვს დასავლელ სპონსორებსა და კურატორებს.

ჩვენ ვნახეთ თბილისში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს, როგორ იცხოვრონ და უხარია მსგავსი აქციები. კაცმა რომ თქვას, ის სწორედ თავისი განცხადებებით ამტკიცებს, ვინ დგას ყოველივე ამის უკან და ვინ არის ბენეფიციარი. სწორედ ამიტომ, ქვეყნის შიგნით მსგავს აქციებს მხარდაჭერა არ აქვს.

ჩვენ ხშირად მოგვმართავენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია ამგვარი უსინდისო პროვოკაციები“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...