ორშაბათი, ივნისი 30, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტურისტული სეზონი, ჩვენი ოპონენტების და ჩვენი ქვეყნის მიმართ...

ტურისტული სეზონი, ჩვენი ოპონენტების და ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ცრუ კამპანიის მიუხედავად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – ,,მთავარი”, ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ტურისტული სეზონის შესახებ ისაუბრა:

,,ტურისტული სეზონი, მიუხედავად არაერთი მტრული და ცრუ კამპანიისა, რომელსაც არამხოლოდ ჩვენი ოპონენტები, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები სეზონის დასაწყისიდან ახორციელებენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ამ გამოწვევებისა, ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

განხორციელებული ვიზიტების ანალიზით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის დინამიკა სრულად არის აღდგენილი. გვაქვს 10%-იანი ზრდა. გასულ წელთან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგებულია ტურისტული ნაკადები მთელი რიგი სამიზნე ქვეყნებიდან. ასევე, ძალიან ხშირად მიმდინარეობს სპეკულაციები, მათ შორის ამ მტრულად განწყობილი ძალებისგან, რომ თითქოს ბათუმში მხოლოდ რუსი ტურისტები ისვენებენ. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის სტატისტიკა, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისრაელი, თურქეთი და ყველა ის ქვეყანა, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის მარკეტინგულ კამპანიას, გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საზღვაო სეზონის ჩატარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები მივიღოთ ყველა ქვეყნიდან, განსაკუთრებით ტურისტები, რომლები შემოდიან, რათა დაისვენონ, გაეცნონ აჭარას და მეტი შემოსავალი მოუტანონ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორს.

ბოლო ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში განხორციელდა მილიონ ორასი ათასზე მეტი ვიზიტი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო უკვე იცნობს ბათუმს, აჭარას, მზარდია მის მიმართ დაინტერესება. ეს ჩანს წამყვან მედია საშუალებებში. ყოველდღიურად შუქდება ტურისტული სიახლეები, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ.

ჩვენ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ განსაკუთრებით აგვისტო და სექტემბრის თვე იქნება კიდევ უფრო დატვირთული. სექტემბერში დიდი ღონისძიება გვაქვს. იცით, რომ დაგეგმილია მსოფლიო მასშტაბის გალა ღონისძიება. ტურიზმის ოსკარის დამაგვირგვინებელი ღონისძიება სწორედ ჩვენს ქალაქში გაიმართება.

ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც ყოველდღიურად ებრძვიან განზრახ სხვადასხვა პოლიტიკური ამბიციების მქონე ძალები, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული. ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ მშვიდობიანი, მიზანმიმართული პოლიტიკის საშუალებით შევძლებთ, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული გვქონდეს და ყოველდღიურად გავაგრძელოთ ზრუნვა, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...