spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ის პრინციპები, რითიც აქამდე სასამართლო იმართებოდა - კორპორატიზმი,...

“ის პრინციპები, რითიც აქამდე სასამართლო იმართებოდა – კორპორატიზმი, ნეპოტიზმი, მეგობრობით, კლანური წესებით – გრძელდება” – ნაზი ჯანეზაშვილი

,,ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, 9 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, სადაც საუბარია, თუ როგორ მიდის საქართველოში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება. მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა:

,,ანგარიშიდან დღემდე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კუთხით სიტუაცია გაუარესებულიც კი არის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მოსაზრება, ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრ პრობლემაზე საუბარი, მათ შორის, არის სასამართლოს თავმჯომარეებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღებაზე, მოსამართლის როლზე.

ის პრინციპები, რითიც აქამდე სასამართლო იმართებოდა – კორპორატიზმი, ნეპოტიზმი, მეგობრობით, კლანური წესებით – გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

ხელისუფლება ბოლო პერიოდში, მაგალითად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ კონკრეტიკა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. თუ მათ ექნებოდათ მეტი ინფორმაცია, როგორც ის ამბობს, უფრო მეტ ცვლილებას განახორციელებდნენ.

აქ მინდა, რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველი – არის ვენეციის კომისიის რამდენიმე მოსაზრება, მეორე – უკვე 2 მოსაზრება გამოქვეყნებულია ეუთო/ოდირის მიერ. ასევე, არსებობს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები – დასკვნები და რეკომენდაციები საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, ყველაფერი არის ზედაპირზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...