შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეკა ხოფერია: "1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი...

ეკა ხოფერია: “1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება”

აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ეკა ხოფერია თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით აცნობა საზოგადოებას:

1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება.

ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით.
პირველ რიგში, მადლობა ახლა უკვე ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან მაგარ მენეჯერს სრულიად ახალი ხედვითა და მართლა წესიერ და სამშობლოს სამსახურში მყოფ რუსლან აბაშიძეს.

მადლობა, რუსლან, ეს დიდი ამბავი რომ მაჩუქე და დიდი პატივი იყო ჩემთვის თქვენს გვერდით ყოფნა და საქმის კეთება.

მადლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საელჩოს, სამთავრობო, არასამათავრობო სტრუქტურებს ასე გვერდში რომ დაგვიდექით და დაიჯერეთ ჩვენი ზოგჯერ თითქოს შეუსრულებელი პროექტების. მადლობა კერძო სექტორს ულაპარაკოდ და დიდი სიყვარულით რომ გვედექით მხარში ჩვენი მომავალი თაობის განათლებისთვის. ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ასი ათასი მადლობა!

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს უმაგრეს გუნდს. რომ ვიწყებდი, მამასთან ვლაპარაკობდი მომავალ საქმეებზე. შენ მაგარი იქნები, იმ გუნდთან თუ გააკეთებ საქმეებს, ვინც იქ დაგხვდებაო. ასეც მოხდა. რამდენი რამ მასწავლეს და როგორ გავიზარდეთ ერთად. საუკეთესოები ხართ, საქმისა და აფხაზეთის ერთგულები.

ყველა მაგრად მომენატრებით. განსაკუთრებით ბავშვები აქედან და იქიდან. მაგრამ ახლა ბევრად მეტი ენერგიით ვიდგები თქვენს გვერდით. იქნება ეს კომპიუტერების კამპანია, ბიბლიოთეკების აღჭურვა… პროექტები, ჩვენი საყვარელი მანდარინები თუ სხვა რამ.

ჰო, პირველად ცხოვრებაში სიგელი მივიღე! და რას გეტყვით, იცით? ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია ცხოვრებაში.

და ერთიც – მე ასეთი სიყვარული და თანადგომა, როგორიც ჩვენი აფხაზეთისგან, ჩვენი ხალხისგან, გუნდისგან მივიღე, არ მიგვრძნია არასდროს. სხვა გვერდში დგომა და სიყვარული ვიცით, ფაქტია! და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.

ახლა ცოტას დავისვენებ, ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსით და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის.

სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი. წარმატებებს ვუსურვებ მას მთელი გულით❤️

მადლობა ჩემს კოლეგა-მინისტრებს, თქვენს გვერდით მიგულეთ, მეგობრებო!

აბა, დროებით ❤️ და როგორც რუსლანმა იხუმრა, ეს სიგელი აფხაზეთში ჩამოვკიდოთო ან კაბინეტში ან სახლში☺️

დიდი სიყვარულით, ეკა ხოფერია
2023 წელი, 31 ივლისი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...