შაბათი, ივნისი 28, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიორ აგვისტოს ცესკო შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს

ორ აგვისტოს ცესკო შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს

ორ აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს. სხდომის დღის წესრიგის თანახმად არჩევნები პირველ ოქტომბერს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის ასარჩევად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს. ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ პრაქტიკაში კარგად დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. შესაბამისად კიდევ უფრო კარგად მოვემზადოთ 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ დანარჩენ დეტალებს საარჩევნო ადმინისტრაცია ორი აგვისტოს სხდომის დასრულების შემდეგ წარადგენს.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავფრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...