სამშაბათი, ივლისი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს...

“იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და პლიუს, ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში” – შალვა ნათელაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილებით, საქართველო აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ვადაზე ადრე დაასრულებს ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას და მის ადგილს რობინ დანიგენი დაიკავებს. აღნიშნულ თემაზე საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა:

,,ძვირფასო მეგობრებო, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ახალი ელჩი საქართველოში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელმაც გაითვალისწინა, მათ შორის, ჩვენი თხოვნა, ვადამდე გაეწვია მოქმედი ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 2020 წლის გაყალბებული არჩევნების დაკანონებაში და გადამწყვეტი როლი შეასრულა, რათა პროტესტზე მდგარი ოპოზიციური პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და გადაერჩინათ ის რუსი ოლიგარქი, რომელსაც დღეს არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ შეერთებული შტატები და ევროპა არა მარტო ებრძვის, არამედ ეძებს გზებს, როგორ მოიცილოს თავიდან.

მე მინდა ვუსურვო ახალ ელჩს წარმატებები, წარსულის შეცდომათა გათვალისწინება მისი წინამორბედებისა. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი, რომელსაც ეკავა სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი თანამდებობები და კურირებდა აღმოსავლეთ ევროპას, იცის ჩვენი სპეციფიკა შესანიშნავად, დიდ როლს შეასრულებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და პლიუს, ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში, რასაც მაქსიმალურად აფერხებდა, სამწუხაროდ, მოქმედი ელჩი.

აი, ასეა – პატარა ქვეყნის დაშვებული შეცდომები, შედარებით პატარა შედეგებით მთავრდება. აი, დიდი სახელმწიფოს შეცდომები ზოგჯერ იწვევს უფრო მძიმე შედეგებს. შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ აქ დანიშნული ელჩი და წარმომადგენლები იქნებიან ამ სტრატეგიული პარტნიორობის დონის. ისინი იქნებიან არბიტრები, მიუმხრობლები და არ დაიკავებენ არაობიექტურ პოზიციებს. უპირველესად, არ გაუწევენ ლობირებას იმ ხელისუფლებას, რომელიც ამის ღირსი არ არის”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...