შაბათი, მაისი 18, 2024

“ოცნება” იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობს! – გიორგი გახარია

მთავრობის ყოფილი მეთაური, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით და მწვავედ აკრიტიკებს ,,ქართული ოცნების” მიერ წარმოებულ პოლიტიკას:

,,დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას მინიმუმ 10-15 წელი დაჭირდება. ეს ჩვენ შვილებს ეხებათ. ფაქტობრივად, ჩავთვალეთ, რომ ,,ოცნება” დღეს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობს! დღეს, მათ მომავალს ხარჯავს. იმათ პერსპექტივას ცვლის, მათ დღევანდელ სავარძლებში და კაბინეტებში, სხვა არაფერი არ ხდება.

,,ოცნებამ”, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰიბრიდული ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეს.

ვიღაცა რომ გვეუბნება – ,,აი, ომი გინდათ?!”, ჯერ-ჯერობით ღიმილით სახეზე, რბილად შევახსენებ, რომ საქართველოს ომის ფასი უკვე გადახდილი აქვს.

2008 წელს თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა გადაიხადა, გადაიხადა იმისთვის, რომ დღეს, საქართველო იყოს ევროკავშირში ყველაზე პერსპექტიული, პირველი ქვეყანა და NATO-ს წევრობის პირველი კანდიდატი.

ესენი ახლა, რასაც აკეთებენ, იმ გადახდილი და დაღუპული ახალგაზრდების და ქართველი ჯარისკების სიცოცხლეს აუფასურებენ.

ხვალ და ზეგ მოლდოვა რომ გახდება ევროკავშირის და NATO-ს სრულფასოვანი წევრი, ყველანაირი ომის გარეშე, ეს წევრობა რომ მოლდოვას მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოებრიობის განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მერე რას იტყვიან?!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული