spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცოდეთ რომ მოსკოვიდან “დიდი პროექტები” კიდევ იქნება. მაგრამ,...

“იცოდეთ რომ მოსკოვიდან “დიდი პროექტები” კიდევ იქნება. მაგრამ, გეოპოლიტიკის ღმერთები შვებულებაში არავის ეგონოს” – ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი ზურაბ მაღრაძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მიაჩნია, რომ რუსეთის დაშლა ახლოვდება, თუმცა მანამდე კიდევ იქნება ამ ქვეყნიდან წამოსული არასასიამოვნო სურპრიზები:

ჯერ იყო და 5G ინტერნეტი ერს გაწყვიტავსო.

მერე იყო და არიქა ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის და აჭარას ვკარგავთო.

ლუგარის ლაბორატორიიდან თბილისს რომ მთელი ფედერაცია უნდა გაეწყვიტა, ეგეც დავიწყებას მიეცა.

მერე თქვეს აფხაზეთზე რკინიგზა გაგვყავსო.

მერე იყო და “3+3 ფორმატში” ერთად ვიქნებითო.

მერე იყო უცხოური აგენტების კანონი.

მერე მოყვა რუსული უნივერსიტეტიო…

მოკლედ, მოსკოვი რომ წერასაა ატანილი, მაგას დიდი ხნის წინ გიამბობდით. ავი მუსაიფი რომ დაუდგებოდათ დარიალის კარს იქით, ეგეც ნათქვამი მაქვს, წლების წინ.

ჰოდა, იცოდეთ რომ მოსკოვიდან “დიდი პროექტები” კიდევ იქნება.
მაგრამ, გეოპოლიტიკის ღმერთები შვებულებაში არავის ეგონოს.

საბჭოთა კავშირი როცა იშლებოდა, წინა დღეებში დიდი პროექტი დაანიცირეს კრემლში. პროექტის მიხედვით მდინარე ლენას კალაპოტი უნდა შეეცვალათ და სამხრეთით მიემართათ, არალის ზღვა რომ არ დამშრალიყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა. მდინარე ლენა ისევ თავის კალაპოტშია.

კიდევ ერთი დაშლის დრო ახლოვდება და ლიბერალური წესრიგისთვის მოემზადეთ. ფსონი არ შეგეშალოთ ჩემო ყველავ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ მაღრაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...